Sunday, 18 July 2010

მოწევა კლავს!

პროექტის სახელი: მოწევა კლავს!

პროექტის მოკლე აღწერა: მოწევა ბევრ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბავშვებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ მასალებს თამბაქოსა და მოწევის მავნე ჩვევის შესახებ, გააკეთებენ მოწევით გამოწვეული მძიმე დაავადებების ჩამონათვალს თვალსაჩინო მასალით, დაადგენენ რას ნიშნავს აქტიური და პასიური მწეველი, გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს მათ გარშემო მყოფი ადამიანების გამოკითხვით, დაადგენენ თამბაქოსა და მისი გამონაბოლქვის ქიმიურ შემადგენლობას, აღწერენ თამბაქოს ბიოლოგიურ წარმოშობას, გააკეთებენ ვირტუალურ ფოტოალბომს მოწევის პროცესის საბოლოო შედეგების შესახებ, შექმნიან ბლოგს სადაც განათავსებენ მათი კვლევის შედეგებს, გააკეთებენ კედლის გაზეთს და მოაწყობენ პრეზენტაციას, გამართავენ დისკუსიას.

მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წ.( 8 კლ.)

პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალის მიხედვით კედლის გაზეთის გამოშვება და მისი განთავსება თვალსაჩინო ადგილზე, პრეზენტაციის მოწყობა და მოსწავლეების მიერ განხორციელებული საძიებო სამუშაობების შედეგების გაცნობა სხვა კლასების მოსწავლეებთან.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ მეტ ინფორმაციას მოწევისა და მისგან მიღებული შედეგების შესახებ, გაიუმჯობესებენ ცოდნას ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის იდეის ავტორი: ანნა ხავთასი . akhavtasi@gmail.com